პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია – აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ

საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ.

გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა დეპუტატი რევაზ არველაძე, თუმცა ის ტერიტორიიდან სასტვენებითა და შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არც დეპუტატ მერაბ ქვარაიას მისცეს. რევაზ არველაძის მსგავსად, დემონსტრანტები მასაც დაუპირისპირდნენ და მონა უწოდეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები. სწორედ მათი დახმარებით დატოვა მერაბ ქვარაიამ ტერიტორია. საკანონმდებლო ორგანოში ასევე არ შეუშვეს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები