აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალეს, შესასვლელები პიკეტირებულია.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, კანონმდებლებისთვის პარლამენტის შესასვლელები იქამდე იქნება დაკეტილი, სანამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
„არც ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას წაართვა განვითარების უფლება, ვეღარ შევა საქართველოს პარლამენტში. მათ ექნებათ მხოლოდ ერთადერთი შანსი იქ შესვლის, როდესაც აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს შეასრულებენ“,-განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ, ესენია: ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა; მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის დანიშვნა; ახალი ცესკოს დაკომპლექტდება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები