მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან.
“ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – განმარტა მდინარაძემ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები