“სახეზეა ქართული პოლიტიკის სინოდიზაცია” – “გირჩის“ ოფისში აქციის სავარაუდო სცენარზე იმსჯელეს

ოპოზიციის აქციებამდე ერთი დღით ადრე „გირჩმა“ საბჭოს სხდომა ფეისბუქ ლაივში გამართა. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, დროა ახალმა ძალამ მოიპოვოს ლეგიტიმაცია, ამ შემთხვევაში კი, ხელისუფლებაში ვინ მოვა, მნიშვნელობა არ აქვს. ზურაბ ჯაფარიძისთვის გაუგებარი დარჩა დახურულ კარს მიღმა შეკეტილი ოპოზიციური ლიდერების მოლაპარაკებების მანერა და დაგეგმვის სტილი.
„გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ლიდერშიფი ისევეა ჩაკეტილი, როგორც სინოდი. გირჩის აზრით,  სახეზეა ქართული პოლიტიკის სინოდიზაცია, რასაც „დაშუქება“ და პროცესების სინათლეზე გამოტანა სჭირდება.

“საბჭოს სხდომაზე “გირჩის” ახალგაზრდა ლიდერებმა 90-იანი წლების აქციებისა და მიტინგების გამართვის მეთოდებსაც დასცინეს. მათი ხედვით,   ყველა პარტიამ საკუთარი ესტეთიკა უნდა აჩვენოს. “გირჩების” ესტეთიკა კი თავისუფება და ახალგაზრდული სტილია, მათ შორის აქციის თბილისობად გადაქცევა, რუსთაველზე ცეცხლის დანთება, ან მწვადის შეწვა.  ეს იქნება  “გირჩების” უბანი და ყველა ჩვენთან დააბირჟავებს – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები