გიგი უგულავამ პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადო

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადო. მისი თქმით, გასაღები ხალხს გადაეცემა.
“ეს გასაღები გადაეცემა ხალხს ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” დეპუტატებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მშვიდად ივლიან და მურუსიძეს და სხვა ვიგინდარა, უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ”,-აღნიშნა უგულავამ.
მან პარლამენტის შესასვლელთან მდგარ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართა- “ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით ამ ეშმაკის მსახურები”.
უგულავას თქმითვე, ისინი პარლამენტში შეჭრას არ აპირებენ და მათი პროტესტი მშვიდობიანია.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები