“ქართული პოლიტიკის სინოდი” – „გირჩი“ ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრებზე

„გირჩის“ ლიდერებმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში საბჭოს სხდომა გამართეს, რომელზეც მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართება.
ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა აღნიშნული შეხვედრების გასაჯაროვება, დღის შუქზე გამოტანა, რადგან ის თუ როგორც ამჟამად მიმდინარეობს თათბირები სინოდის სხდომას წააგავს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში თუ დაინიშნა გარდამავალი მთავრობა, მას აუცილებლად ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება.
„ერთადერთი გამოსავალი არის ლეგიტიმაცია სჭირდება იმას, ვინც იქნება ხელისუფლებაში. სულ რომ უკანასკნელი სირები დაინიშნონ ხელისუფლებაში, ისინი ლეგიტიმურები უნდა იყვნენ. ის რაც დღეს არის გასაკეთებელი არის გასახსნელი და ასეთი შეხვედრები ლაივში უნდა გავუშვათ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი იქ ხდება. თუკი მართლა გულრწფელები არინ და თუ არ თამაშობენ, ხალხმა უნდა ნახოს, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ლაპარაკობენ, რა უნდათ, რას მალავენ? რა არის დასამალი? როცა ვთქვი ყველა დამუნჯდა, გაეცინათ კიდევაც და ერთადერთი იყო გიორგი ვაშაძე, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება.
დღის შუქი სჭირდება, დღის შუქი გააცოცხლებს, დღის შუქი გამოაჩენს ვინ არის ლიდერი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა უნდა, ყველაფერი დღის შუქზე უნდა გამოვიდეს. ეს არის წამალი. სინოდია, ქართული პოლიტიკის სინოდია, როგორც ისინი არიან ჩაკეტილი, ესენიც არიან ჩაკეტილი.
გამოვიდა 10 ათასი ხალხი, მერე? რა არის შემდეგი ნაბიჯი? 30, 50 გამოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს. შემდეგი ნაბიჯი რა არის, გამარჯვებამდე როგორ უნდა მივიდეთ, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 917 ჯერ ვართ შეკრებილი და რა მოხდა მერე? თუ ადგილზე იგეგმება, წავიდეთ ბიძინას კარებზე კედელზე რამე დავვუწეროთ, ეს შეცვლის რამეს?
მე მინდა გასაგები სქემა იყოს: ვიკრიბებით, ვითხოვთ ამას, და ამას, ვაძლევთ ამდენ ხანს, თუ არ შესრულდა შემდეგი ნაბიჯი არის ეს და ეს, გასაგები უნდა იყოს. ჩემი აზრით საერთოდ არაფერია დასამალი.
ეგ ვუთხარი, რომ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. მე არ მინდა მეთქი სიურპრიზები, რომ მოვიდეთ, და მერე ვიღაცამ საიდანღაც რაღაცა გადაწყვიტოს და გააკეთოს. ამაზე დამუნჯდნენ“,-თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები