გრიგოლ ვაშაძე: არსად არ ვიშლებით და პარლამენტის პიკეტირებას ვიწყებთ

არსად არ ვიშლებით და პარლამენტის პიკეტირებას ვიწყებთ,- ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
“ყველა მინუს ერთი, ის ბარიერი, რომელიც აქ ახალგაზრდებმა გააკრეს, ეს არ ნიშნავს ყველა ოპოზიციური პარტია და მინუს ივანიშვილი, ეს ნიშნავს ყველა რიგითი მოქალაქე, მინუს “ქართული ოცნება”. ეს ნიშნავს საქართველო მინუს ქართული ოცნება. ერთი ადამიანი მაინც დგას აქ, რომელმაც მთელი 7 წლის განმავლობაში რამე იხეირა?! თუ არ არის ფარცხალაძე, ფარცხალაძის და მსგავსი დაჯგუფების წევრი.
პოლიციას მინდა მივმართო, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება ხომ იცით და თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, კარგად დაფიქრდით, “გავრილოვის ღამე” აღარ გაიმეოროთ.
მინდა მოგმართოთ, ვისაც ერთი ადგილი აქვს, არსად არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას. იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია,” – აღნიშნა ვაშაძემ.
პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
აქციაზე შეკრებილებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები