ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს “დიდოსტატის მარჯვენა” გამახსენა

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, დღევანდელმა დღემ კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” გაახსენა.
“დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, “დიდოსტატის მარჯვენა” გამახსენა. ესენი, ახლა ერთი კაცის სიძულვილმა გააერთიანა თორემ მერე, ერთმანეთს ისე დაერევიან და დაკორტნიან, რომ ვაი, მართლა მაშინ, შე საცოდავო საქართველო”,- წერს მეტრეველი.
პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები