გიორგი რურუა: უნდა მოხდეს როგორც ადმინისტრაციული შენობების, ისე სხვადასხვა წერტილების პარალიზება

უნდა მოხდეს როგორც ადმინისტრაციული შენობების, ისე სხვადასხვა წერტილების პარალიზება,- ამის შესახებ პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი დღეს არ დასრულდება. ოლიგარქი თავისით არაფერს დათმობს, ეს არის რუსული ფსიქოლოგიის კაცი, ამიტომ ძალაუფლება ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ. აქ დგომით არაფერი გამოვა, აუცილებლად ეს დაუმორჩილებლობა უნდა გადავზარდოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვინც გონიერი დარჩა მის გვერდით, იმედი მაქვს, რომ ისიც მალე გამოეცლება და უნდა დარჩეს მარტო თავის გაურკვეველ შავბნელ ძალებთან.
პარალიზება უნდა გავუკეთოთ, როგორც მის ადმინისტრაციულ შენობებს ისე სხვადასხვა წერტილებში. აუცილებლად გავაკეთებინებთ მაგას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს განცვიფრება მოახერხა. ის რაც ჩვენი მონაპოვარია, პროპორციული არჩევნები უნდა დააბრუნოს, უნდა წავიდეს, მერე თუ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში და თუ მას ხალხი მხარს დაუჭერს ეს მაგისი უფლებაა”,- განმარტა რურუამ.
პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები