ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

ოკუპანტების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში უნდა მოხეხრდეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დაწერა.
„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი – ჩემი დიდი პატივისცემა მას! ბოლო ინფორმაციით,, რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება.
ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ‘რამდენიმე დღე’ იყოს რაც შეიძლება მალე ! და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ თამილას და ქალიშვილებს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, ჰიპოკრატეს ფიცის, ადამიანურობის, ღირსების და გამორჩეული მოქალაქეობრივი პრინციპების ერთგულებით, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.
დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართებს პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი.
დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის!“,-დაწერა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები