მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, საოკუპაციო რეჟიმისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება დაჟინებით მოითხოვონ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ,- ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ წერს.
„ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებისას. ის უკანონო პატიმრობაში რჩება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – წერს ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები