ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საელჩოს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საელჩოს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის,- ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
“მადლობა თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ამ ძალიან რთულ გარემოებაში საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – წერს ციხელაშვილი.
16 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები