მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ აქციას გამართავს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველ ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 18 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან მდებარე გაეროს წარმომადგენლობასთან აქციას გამართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
“18 ნოემბერს 11 საათზე მრგვალ ბაღთან მდებარე გაეროს წარმომადგენლობასთან გაიმართება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია. მოქალაქეები გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას ექიმის ტყვეობიდან დახსნის თაობაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები