იმერეთში ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ობიექტებზე მონიტორინგი გაძლიერდება

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მყისიერად გამოსწორდება ის ხარვეზები, რაც ამ სფეროში დასაქმებულებს სწორ და გამართულ მუშაობაში ხელს უშლის.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, შეხვდით ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ქუთაისში და იმერეთში ტურიზმი გარკვეულწილად დინამიურად ვითარდება, თუმცა მას შემდეგ, რაც წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ვფიქრობ და უკვე ისეთი ინტერესი ჩანს, რომ ეს მიმართულებაც ძალიან სწრაფად განვითარდება.
მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც აწუხებს ამ სფეროში დასაქმებულებს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პრობლემებზე რეაგირებას მყისიერად მოვახდენთ და გამოვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც მათ სწორ და გამართულ მუშაობაში ხელს უშლის. გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ტურისტები რაც შეიძლება, დიდხანს დარჩნენ ჩვენს მხარეში.
​ამასთან, გაძლიერდება მონიტორინგი, რომ ტურისტებმა და არა მარტო მათ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მიიღონ. მომავალი წლიდან ქალაქში მოძრაობას დაიწყებენ მუნიციპალური ავტობუსები, მათ შორის აეროპორტის მიმართულებით”, – განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები