ირაკლი კობახიძე: დღეს საპარლამენტო თანამდებობებზე არ გვიმსჯელია

უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე საპარლამენტო თანამდებობებზე მსჯელობა არ ყოფილა.
„საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. რა თქმა უნდა, გავარჩიეთ ის, რაც მოხდა ამ გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრის.
ასევე გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომელი ჩვენ გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზეც გვქონდა საუბარი. დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე. მოგვიანებით გვექნება ალბათ ამაზე საუბარი. დღევანდელი განხილვის თემა ეს არ ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები