ზაალ უდუმაშვილი: 20 ივნისის შემდეგ ძალიან კარგად მივიღეთ, რაც ჩვენ გვინდოდა

,,ძალიან კარგად ვერკვეოდით და ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ჭირდებოდა ამ ქვეყანას“,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი საუბრისას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ისინი დროსა და სივრცეში აცდენილები არიან.

,,საარჩევნო მოდელი თუ მთავარი არ არის რატომ შეცვალეს? რატომ დააბრუნეს ისევ მაჟორიტარები? დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ვუსმენდი, შტაბეჭდილება დამრჩა, რომ დროსა და სივრცეში აცდენილები არიან. იმის მაგივრად, რომ ფიქრობდნენ, როგორ გამოვიდნენ უმძიმესი კრიზისიდან, აქეთ გვლანძღავენ ოპოზიციას კი არა, საზოგადოებას ლანძღავენ თითქოს ვერ ვერკვევით რა გვინდა. ძალიან კარგად ვერკვეოდით და ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ჭირდებოდა ამ ქვეყანას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები