ფულადი გზავნილების მოცულობა აზერბაიჯანიდან საქართველოში 17,11% -ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფულადი გზავნილების მოცულობამ აზერბაიჯანიდან საქართველოში 2,17 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ოქტომბერთან შედარებით აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 17,11 %-ით გაიზარდა და აზერბაიჯანის წილმა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაში 1,42 % შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით 153 მლნ დოლარამდე გაიზარდა.