საქსტატი – 2018 წელს მშპ-ს მოცულობამ 44 599.3 მლნ ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით მშპ-ს მოცულობა 9.4 %-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ ლარი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 პროცენტი).

შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (8.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.1 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.1 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.5 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის დარგში (-7.2 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით,მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები