ფულადი გზავნილების მოცულობა 11.5 %-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით 153 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხამ 58 მლნ. დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით 16.7%-ით მეტია.

37.8 მლნ. დოლარით პირველ ადგილს რუსეთი ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი მცირდება და უკვე ჩამოსცდა 25%-იან ზღვარს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ. დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები