ცხრა თვეში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 1,6 მლრდ. ლარი დახარჯეს

ეროვნული ბანის მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს მოქალაქეებმა საკრედიტო ბარათების მეშვეობით საზღვარგარეთ 1,6 მილიარდი ლარი დახარჯეს. გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯები საზღვარგარეთ 33 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სექტემბერს, ამ თვეში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ დახარჯულმა თანხამ 219,4 მლნ.ლარი შეადგინა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯები 67, 3 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანად 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საკრედიტო ბარათების მეშვეობით 1,7 მლრდ.ლარი დახარჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები