თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონი11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, კრწანისის და კახაბერ კაციტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ლოჭინის ხევის, აეროპორტის დასახლების, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ბუკისციხის, მათიაშვილის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, ალექსანდრე ჯანელიძის, ქობულაძის, მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, III მიკრორაიონების და შალვა მშველიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის და სოფელი წავკისის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, თამარ მეფის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები