აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან კარვების გაშლა დაიწყო, ნაწილი კი ივანიშვილის სასახლისკენ დაიძრა

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან, გზის სავალ ნაწილზე, კარვების გაშლა დაიწყო, ნაწილი კი ივანიშვილის სასახლისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარვები რუსთაველზე მანამ დარჩება, სანამ ის მოთხოვნები არ შესრულდება, რაც აქციაზე მათ გააჟღერეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმის ძირითადი მესიჯია “ყველა, ივანიშვილის გარეშე”.

აქციაზე შეკრებილები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები