დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ულოცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული გეგმა ჩაეშალა, ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პარლამენტში ყველას ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და ვინ იქნება ეს, გადაწყვეტს ქართველი ხალხი.

„ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებას“, – განუცხადა ხუნდაძემ 1tv.ge-ს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციული სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები