კახა კალაძე ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს: დეპუტატებმა უმრავლესობა ცხელ გულზე დატოვეს

“არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება” , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე კენჭისყრის ჩატარების ჩაგდების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა არ დაიშლება.

“პარტია არ დაიშლება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა საჭიროა ერთიანობის შენარჩუნება. ჩვენმა გუნდის წევრებმა უმრავლესობის დატოვების თაობაზე ცხელ გულზე მიიღეს. მეც არ მოველოდი ამ გადაწყვეტილებას, მეც მოლოდინი მქონდა და ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოთ, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა… ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ჩვენ გავაგრძელებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”,-განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე თქმით შერეული საარჩევნო სისტემაც დემოკრატიულია.
​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები