თამარ კორძაია: იქამდე არ დავიშლებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ წავა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი იქამდე არ დაიშლება, სანამ ბიძინა ივანიშვილი მარცხს არ აღიარებს და არ წავა.

ამის შესახებ კორძაიამ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, რომელიც ამ წუთებში არის გადაკეტილი.

„იქამდე დავდგებით სანამ ბიძინა არ იტყვის დამარცხდა და არ წავა“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი, ხალხს დღეს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირი იქამდე იქნება გადაკეტილი, სანამ ქვეყანა ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება.

„იქამდე იქნება გადაკეტილი, სანამ ქვეყანას, ქართველ ხალხს არ დავუბრუნებთ. ჩვენ პირველ რიგში, უნდა შევიკრიბოთ, დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან. ასევე, პარტიებმა უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი ფრონტის შექმნა. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. როგორც ჩანს თვითონ ივანიშვილი არის ყველაფერზე მზად“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები