2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 16.5%-ით ნაკლებია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413.8 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5 პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

უწყების ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.6 პროცენტი, 31-50 წლის ასაკის მოგზაურების მიერ განხორციელდა. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.
ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი – 19.9 პროცენტი აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 52.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში.

განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებით ვიზიტს.

2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.6 ლარით გაიზარდა და 1 181.7 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები