რომან კაკულია: საზოგადოების წინაშე დაპირების შეუსრულებლობა დიდ საფრთხედ მიმაჩნია

საზოგადოების წინაშე დაპირების შეუსრულებლობა დიდ საფრთხედ მიმაჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სრულიად საზოგადოების მოთხოვნა და იყო გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, ასეთი მიდგომა უკვე გააჩენს მთლიანად საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას, რათა გააპროტესტოს უკვე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი დაპირებისადმი უპასუხისმგებლო მიდგომით. სწორედ ასეთ კონტექსტში იქნება განხილული დღევანდელი მოცემულობა. საფრთხეებს ვხედავდი მაშინაც და ვხედავ დღესაც, მაგრამ გაცილებით დიდ საფრთხედ მიმაჩნია დაპირების შეუსრულებლობა საზოგადოების წინაშე“,- აღნიშნა კაკულიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები