ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის

„ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა როცა ბიუჯეტი მშპ-ს საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლით – 5%-იანი ზრდით იგეგმება. მივესალმები მთავრობის თამამ გეგმებს, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2020 წელს მარტივი არ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო.

კოვზანაძეს თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 6.9%-ს მიაღწია, წლის შედეგებით სავარაუდოთ 7%-ს გადააჭარბებს, რაც დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პოლიტიკა მოუწონა ეროვნულ ბანკს და საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ, -„ძვირი ფულის“ პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს, ინფლაციის შეკავებასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს.“

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიას კოვზანაძის თქმით, ის არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისაგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები, თუ რეკომენდაციები.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები