ქუთაისში, ორი კვირის წინ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ქუთაისში, რამდენიმე კვირის წის სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. მამაკაცი ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ის მართვით სუთქვაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან, 27 ოქტომბერს გადავარდა.

მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

სამუშაოებს კომპანია „თ მ“ აწარმოებს.

ფაქტზე შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები