ზესტაფონში ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წევას ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი გზიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ საქმეზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები