კახა საბანაძე კინოჩვენებებთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე: შსს-მ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, გურჯაანში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მოძრავი ექსპრესფილიალების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა.

“პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, რაც მთავარია, გამოხატვის უფლება და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა. რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა კანონის მიხედვით შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა კახა საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები