ირაკლი კობახიძე სერგო რატიანს: რას გიზამ იცი? დაგამთავრებ! (ვიდეო)

თქვენ რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტს რუსეთს არ ჩააბარებდით და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“ეს არის მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და არიქა, ცხვარი გარბისო. ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. შენ ხარ ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიების მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით “ფეისბუქზე“ ათასობით ადამიანი არის ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. თქვენ რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ”,- განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

​კობახიძემ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრს, სერგო რატიანს მიმართა, “რას გიზამ იცი? დაგამთავრებ”.

“თითებს ნუ იქნევთ, ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებს ჩაგაბარებთ წარსულში. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სამი თვის წინ იჭრებოდით საქართველოს პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით. თითებს ნუ იქნევ სერგო. იცი რას გიზამ? დაგამთავრებთ. ნუ იკრიჭები. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ლუსტრაცია. ეს პარტია არის სახელმწიფოს და ეკლესიის მტერი. ეკლესიაზე მტრობა თქვენ არ შეგრჩებათ და დაასრულებთ ძალიან მწარედ”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები