დიმიტრი მხეიძე: პროპორციული არჩევნების შემდეგ თუ დაგვჭირდა კოალიცია, მაშინ კითხვა მაქვს – ვისთან ვქმნით კოალიციას

“პროპორციული არჩევნების შემდეგ თუ დაგვჭირდა კოალიცია, მაშინ კითხვა მაქვს – ვისთან ვქმნით კოალიციას?” – ამ კითხვით პარლამენტის წევრმა, დიმიტრი მხეიძემ პროპორციული სისტემის არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო კანონპროექტის წარმომდგენს, პარლამენტის წევრს ირაკლი კობახიძეს მიმართა.

“დავუშვათ ასეთი რამ, რომ პროპორციული არჩევნების შემდეგ დაგვჭირდა კოალიცია. შეკითხვა მაქვს – ვისთან? ამ ხალხთან? ვისი ხალხიც დაესხა პატრიარქს, ეკლესიას, გაბრუებული რანაირად იყო, არ ვიცი, მათი მეთაური დაჯდა პატრიარქის ტახტზე, ახალგაზრდებს მოუწოდებდა “გაერთეთ ბუჩქებშიო” და ამ ხალხთან კოალიცია? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვთქვათ, დადგა საკითხი ბიუჯეტის, ამათთვის პრიორიტეტი სხვაა. ამათ გადაყრილი ფული უწოდეს იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ გაჭირვებულ ადამიანებს ვახმარდით. ისინი დაგვთანხმდებიან ჩვენ იმ ბიუჯეტზე, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია? მე მგონი თუ ვერ მივიღებთ ბიუჯეტს მაშინ რა მოჰყვება ამას, ბატონო ირაკლი?”, – იკითხა დიმიტრი მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები