ირაკლი კობახიძე: 2020-ის არჩევნებზე 50%-იან ნიშნულს ავცდებით, ამ რწმენას პოლიტიკური სპექტრის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება გვაძლევს

“ის, რომ 2020 წლიდან გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე 0%-იანი ბარიერით, ამის უკან იდგა გათვლა და დღემდე გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან ნიშნულს. ამ შედეგის პირობებში ყველა რისკი განეიტრალდება, რაზეც არის საუბარი თეორიაში და პრაქტიკაში”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას, პარლამენტში განაცხადა.

„გუშინ ჩამოვთვალე უარყოფითი მხარეები, დღეს ჩამოვთვალე დადებითი. მთავარია, საბოლოო ჯამში ავწონ-დავწონოთ, საით არის მეტი უპირატესობა და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, მეტი რისკების შემცველია, ვიდრე იქნებოდა თუნდაც 2024 წლისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ უნდა დავდოთ შესაბამისი შედეგი. როდესაც ვსაუბრობდით, რომ 2020 წლიდან გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე ნულპროცენტიანი ბარიერით, ამის უკან იდგა გათვლა და დღემდე გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან ნიშნულს. ამ შედეგის პირობებში ყველა რისკი განეიტრალდება, რაზეც არის საუბარი თეორიაში და პრაქტიკაში.

​ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მნიშვნელოვნად ავცდეთ 50%-იან ნიშნულს. ამ რწმენის საფუძველს ჩვენ გვაძლევს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური სპექტრის მიმართ, მოსახლეობის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები