დიმიტრი ხუნდაძე: პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან

“თვალსჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესიასა და მის უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქზე უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა განხორციელდა.

“შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ამ ბოლო დროს განხორციელებული უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომლის მიმართაც თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქვს გამორჩეული მოკრძალება და პატივისცემა. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის სრულიად თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ამ მართლაც ბოროტების მსახურებს სხვა რომ არაფერი დაეშავებინათ ცხოვრებაში, ისიც საკმარისი იქნებოდა, რაც იკადრეს და გაბედეს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობელის წინააღმდეგ, “ – განახადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები