გრიგოლ ვაშაძის ულტიმატუმი – “2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, ჯერ არ უნახავთ”

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, რომელიც არ უნახავთ, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით “ლეიბორისტული” პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

“არ ვიცი გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი რა იყო, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ თუ რამდენად ძნელია იყო დემოკრატიული საქართველოში და დანაპირები შეასრულო თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ რამდენად შიდა დემოკრატია აქვთ ე.წ. “ქართულ ოცნებაში”. ამის შედეგი იქნება მარტივი, ან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, რომელიც არ უნახავთ. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს ყველა მისცემს ხმას. გაზაფხულზეც მისცემენ ხმას, თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში, მარტში იმისათვის, რომ გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები ეს ადამიანი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები