პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

როგორც “კვირას” ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები