ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიება და საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის   მეორე ფორუმი ოფიციალურად გახსნა.

სკოლა, რომელიც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (GeoIGF) საფუძველზე  წელს ჩამოყალიბდა, მის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ ინტერნეტ მმართველობის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, მათგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ინტერნეტ მმართველობის მნიშვნელობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე; ინფორმაცია ინტერნეტ მმართველობის  მთავარი მოთამაშეების შესახებ; ასევე ინტერნეტის განვითარების ისტორია დომენური სახელების და IP მისამართების ჩათვლით და ცნობები ინტერნეტ მმართველობის ადგილობრივი მონაწილეების უფლებამოსილებების და საქმიანობის შესახებ. სკოლის მონაწილეები ასევე შეიტყობენ, რა სახის გამოწვევები არსებობს უსაფრთხო ინტერნეტისა და კიბერ ჰიგიენის მიმართულებით, როგორც დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ინტერნეტში, რას წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ა.შ.

ასევე პარალელურად გამართული საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის   მეორე ფორუმის მიზანს ადგილობრივი და რეგიონული ინტერნეტ ტექნიკური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, სატელეკომუნიკაციო სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების და საკითხების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და ამ პროცესში ექსპერტების ჩართულობა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ICANN – ის გლობალური ჩართულობის  მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნატალია მოჩუ, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი ფრედერიკ დონკი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები