“თიბისი” დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს – მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს

“თიბისი” დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს – მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს. სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ისეთი რისკებისგან აზღვევს, როგორებიცაა:

– დამქირავებლის მიერ დაქირავებული ფართის დაზიანება დაუდევრად ფლობისა და განკარგვის შედეგად;
– მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;

– კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით ქონების დაზიანება;

– ელექტრო გაყვანილობისა და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლით ქონების დაზიანება;
– ხანძარი და აფეთქება;

– სტიქიური მოვლენები;

– ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა;

– ვანდალიზმი;

“თიბისის” დაზღვევის ახალი პროდუქტით სარგებლობა ისეთი ბინების მფლობელებს ან მესაკუთრეებს შეუძლიათ, რომლებშიც მუდმივად ცხოვრობენ.

მასპინძლის დაზღვევა ვრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში.

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია თვეში 12 ლარიდან, ვებგვერდზე – online.tbcinsurance.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები