ელენე ხოშტარია: “ოცნების” დეპუტატები პროპორციულის შეფერხებას აპირებენ

ამ დადგმულ და მიზანმიმართულ აგრესიაზე ეჭვები ჩნდება, რომ პროპორციულის შეფერხებას აპირებენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აგრესიით და ფიზიკური ჩხუბით ცდილობენ პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაშლას.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პარლამენტში, პროპორციულს უნდა ვუყაროთ კენჭი. მოვედი ამ დიდებული შეგრძნებით და ჰოი საოცრებავ…

სასწაული ხდება “ოცნების” დეპუტატების პირველივე განცხადებიდან (სიმბოლურია, რომ კობახიძემ გააკეთა). ლანძღვა, გინება (პირდაპირი მნიშვნელობით), ყველა გამოსვლაზე წამოხტომა და გაქაჩვა, მერე ფიზიკური ჩხუბი. სამი წელია “ოცნებას” პარლამენტში ვუყურებ და მათგან აგრესია არ მიკვირს, მაგრამ ამ დადგმულ და მიზანმიმართულ აგრესიაზე ეჭვები ჩნდება, რომ პროპორციულის შეფერხებას აპირებენ. პარალელურად ზოგი მაჟორიტარი ამბობს, არ მივცემთ ხმასო.

ჩვენ მოვხსენით ჩვენი განცხადებები, რომ ოპოზიციაზე გადაბრალების საბაბი არ მივცეთ და მალე დავიწყოთ პროპორციულის განხილვა.

არც გაივლოთ, რომ ეგ ქნათ! დღეს უნდა გაფორმდეს ხალხის მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემა!”, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები