ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულია 15 ადამიანი (ვიდეო)

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ დამატებითი კვლევებისთვის. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები