გია ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ეს თავად არასდროს დაუმალავს

მეუფე პეტრე არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, მეუფე პეტრეს პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს.

“დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები