კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებით და საურავებით გამომუშავებულმა თანხამ 66 547 460 ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების 2019 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებით და საურავებით გამომუშავებულმა თანხამ 66 547 460 ლარი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების შემოსავლები, საურავებიდან და ჯარიმებიდან 6,029 მლნ ლარით გაიზარდა.

საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლებით, ლიდერი ბანკების ხუთეული ასე გამოიყურება:

„თიბისი ბანკი“ – 18 978 407 ლარი
„საქართველოს ბანკი“ – 12 937 133 ლარი
„ქართუ ბანკი“ – 8 760 192 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 7 300 757 ლარი
„კრედო ბანკი“ – 7 045 732 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები