თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის რაიონში მუჯირიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, რეხის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, ბარაკონის, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ორჯონიკიძის და გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.
 
10 საათიდან 16 საათამდე კი სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლილო დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობითვის მებრძოლთა, კალოუბნის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის რაიონში ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V და VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის რაიონში შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები