ედიშერ ქარჩავა: ირაკლი კაკულია შიდა ინტრიგებს შეეწირა, რაც კონკრეტული პირის თუ პირების ინტერესშია, რაც ძალიან მალე გამოჩნდება

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს.

კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი კაკულია თავს დამნაშავედ არ ცნობს. გავეცანით წარდგენილ ბრალდებას. ეს არის შეგნებულად შედგენილი, დახუნძლული მთელი 6 მუხლით ბრალდება, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის სამოხელეო დანაშაულთან. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და მასთან გასაუბრების შემდეგ ეს ეჭვი გამიმყარდა, რომ ეს კონკრეტული პირის თუ პირების ინტერესებს ემსახურება, რაც ძალიან მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით თავს ვიკავებ რაიმე დასახელებისგან, მაგრამ თვითონ პარტიის თავმჯდომარეც კი გაიგებს, რომ ის შიდა, არასწორ ინტრიგებს შეეწირა“,-აღნიშნა ადვოკატმა.

9 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულიაა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები