ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან” სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოს” წინ, სადაც 22:00 საათზე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება იგეგმება, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ადგილზე ასევე იმყოფება 30-მდე ადამიანი, რომლებიც, მათი თქმით, ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.  აქვე იმყოფება შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, მათი მხრიდან შესაბამის ზომები გატარდება.

ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოში“ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება 22:00 საათზეა დაგეგმილი, რასაც მოქალაქეთა ნაწილი მეორე დღეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები