სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი გაძარცვეს

  სიონის სკვერში საქართველოს სახალხო არტისტის სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი გაძარცვეს. მძარცველებმა სოფიკო ჭიაურელის მიერ შესრულებული როლების – “ფუფალას” და “მრეცხავი ვარდოს” ქანდაკებები მოიპარეს, სკვერში მხოლოდ „მეეზოვის“ და „კინტაურის“ პატარა ქანდაკებებია დარჩენილი. სახალხო არტისტის ბიუსტი სიონის სკვერში 2009 წელს დაიდგა. მისი ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები