შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ შინდისში მცხოვრებმა ფერმერმა, ზურაბ სიმონიშვილმა 122 კუბური მეტრის მოცულობის სამაცივრე მეურნეობა USAID/Zrda-ს ხელშეწყობით მოაწყო.
აღნიშნული მეურნეობის მოწყობის შემდეგ, შესაძლებლობა იქმნება 40 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის კულტურები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასაწყობდეს და ბაზარზე ფასების მომატების შესაბამისად გაიყიდოს.
აღნიშნული თანამედროვე ტიპის მეურნეობების მოწყობა, არსებული მოძველებული სამაცივრე საწყობების გაუმჯობესებას ემსახურება.

„USAID/Zrda-ს მხარდაჭერა და პროექტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის რჩევები და კონსულტაციები, დამეხმარა პირველად შემენახა პომიდორი მოკლე პერიოდით, რამაც ძალიან გაამართლა“, – განაცხადა ფერმერმა ზურაბ სიმონიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები