არჩილ თალაკვაძე: კენჭისყრის შედეგები იქნება გამჭირვალე, ყველას შეეძლება, ნახოს, მოსამართლეობის რომელ კანდიდატს რამდენმა დეპუტატმა და ვინ დაუჭირა მხარი

0

“გარწმუნებთ, კენჭისყრის შედეგებიც ასევე იქნება გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს კენჭისყრა ჩატარდება ინდივიდუალურად და ყველა მოქალაქეს შეეძლება, ნახოს, რომელ კანდიდატს, რამდენმა დეპუტატმა და ვინ დაუჭირა მხარი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ​მისი თქმით, პლენარული სხდომის კენჭისყრის შედეგებით გაირკვევა, ვის დაუჭერს მხარს და რამდენ ადამიანს დაამტკიცებს უზენაეს სასამართლოში პარლამენტი.
„ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ვფიქრობ, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად ნახეს, პირდაპირ ეთერში, ვინ არიან კანდიდატები, როგორია მათი პროფესიონალიზმის დონე, როგორია მათი ხედვები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პარლამენტი ამ პროცესის დასრულების შემდეგ განიხილავს კომიტეტზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე თითოეულ კანდიდატურას ინდივიდუალურად. ვის დაუჭერს მხარს და რამდენ ადამიანს დაამტკიცებს უზენაეს სასამართლოში, ეს არის დამოკიდებული პლენარული სხდომის კენჭისყრის შედეგებზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა რამდენიმე მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი