კახეთის გზატკეცილზე, გომბორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ცემენტმზიდს უკანა მხრიდან შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადად ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
“რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.